პოლიტიკური ანგარიშსწორება ოქრუაშვილზე - თავდაცვის ექს მინისტრი დააპატიმრეს, რა ბედი ელით რეჟიმის სხვა მოწინააღმდეგეებს
ირაკლი ოქრუაშვილი, წინასწარი პატიმრობის საქმეს სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაასაჩივრეს. რეჟიმის მიერ ციხეში, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაშვებული პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ უკანონო პატიმარია. ახლა ჯერ სააპელაციო სასამართლოზეა, მან ჯერ წარმოებაში უნდა მიიღოს საქმე, შემდეგ კი გადაწყვიტოს, ისევ ციხეში ტოვებს ოქრუაშვილს და წინასწარი პატიმრობიდან უშვებს.
იურისტმა თეა წულუკიანმა, რომელმაც ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა, ერთი შეცდომა დაუშვა, კომისიის სხდომაზე დაბარების დოკუმენტს ის აწერს ხელს. დოკუმენტში არსად წერია, რომ ოქრუაშვილს კომისიის ყველა წევრი კომისიის სახელით იბარებდა.
წულუკიანის კომისია ოპოზიციის ლიდერების ერთი წლით ციხეში გაშვების მარტივ გზად იქცა. ოქრუაშვილი უკვე დააპატიმრეს დანარჩენები კი ვერდიქტის ელოდებიან - გირაოს გადახდის ვადა ეწურებათ, ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძეს და ნიკა მელიას.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროცესს ელოდება, ზურა ჯაფარიძე, წინასასამართლო სხდომა 22 მაისს არის ჩანიშნული. სავარაუდოდ ამ პროცესიდან, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერსაც ხელბორკილებით გაიყვანენ. ზურა ჯაფარიძე შეფარდებული 20 ათას ლარიანი გირაოს გადახდას კატეგორიულად არ აპირებს.