რეჟიმი სინდისის პატიმრების საქმეებს ჩიხში შეჰყავს - ვინ დაიკითხა დღეს და რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა

15.05.25 20:21
რეჟიმი სინდისის პატიმრების საქმეებს ჩიხში შეჰყავს - ვინ დაიკითხა დღეს და რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა

22 წლიანი სტაჟის მქონდე ლაშა ბუიღლიშვილი ის ერთადერთი მოწმე აღმოჩნდა, ვინც რეჟიმის დავალება პირნათლად შეასრულა და თქვა ის, რაც სხვა მოწმეებმა ვერ გაბედეს. 11 სინდისის პატიმრის მიმართ  ბუიღლიშვილს პრეტენზია უაპელაციოდ აქვს. 

მოწმე ბუიღლიშვილი აქციაზე 1 დეკემბერს, 9 საათისთვის დაშავდა, მის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული არცერთი პირი არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, პრეტენზია  სინდისის11  პატიმრის მიმართ აქვს. ის დღეს სასამართლოში ბრალდებულებს "მოძალადეებს" ეძახდა, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა.  

სინდისის პატიმრებს აინტერესებდათ, მოძალადეები აქციის მონაწილეები იყვნენ, თუ ის ძალოვნები, რომლებმა 500 ზე მეტი ადამიანი დაასახიჩრეს. პოლიციელ მოწმეს, რომელმაც სასამართლოში არ დამალა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, დღეს კითხვები ბრალდებულებაც დაუსვეს

სასამართლომ დღეს ნიკოლოზ ხურცილავასაც მოუსმინა. დაზარალებულს რომელმაც დაზიანება 28 ნოემბერს მიიღო  მას აქციაზე  ქვა მოხვდა და ტუჩი გაუსკდა. მოწმე ხურცილავამ სასამართლოს მკაფიოდ განუმარტა, რომ ვერცერთი დაკავებულის მიმართ პრეტენზია ვერ ექნება რადგან მათი დაკავების ეპიზოდში ის არ ფიგურირებს.

სინდისის პატიმრების პროცესი - ნანუკა ქაჯაია დეტალებით