ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში - რა გზავნილებით ჩამოდიან მაღალჩინოსნები საქართველოში

15.05.25 20:36
ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში - რა გზავნილებით ჩამოდიან მაღალჩინოსნები საქართველოში

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში საგანგებო მისიისთვის ემზადება -  5 კაციანი დელეგაცია თბილისში 26 მაისს ჩამოვა. ამ ვიზიტის დროს დელეგაციის წევრები აღწერენ "ქართული ოცნების" რეპრესიებს და უკვე ივნისში, ბრიუსელში დაგეგმილი განხილვის წინ, ევროპარლამენტარებს მოუყვებიან ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლის შესახებ.  

ბრიუსელი არ აპირებს, რეაგირების გარეშე დატოვოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, მედიის ტერორი და რეჟიმის ბრძოლა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ევროპარლამენტარების მთავარ მოთხოვნად რჩება, ევროკავშირის ქვეყნებმა არა ინდივიდუალური არამედ საერთო სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და მის მსახურებს. 

დღეს ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, "ქართული ოცნება" კიდევ ერთი საერთაშორისო ფორუმის მიღმა დარჩეს, ამერიკის სენატის ჰელსინკის კომისიამ და ევროკავშირის ქვეყნებმა პორტუგალიას წერილით მიმართეს, არ დაუშვან ქართული ოცნების დელეგაციის წარმომადგენლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე.  წერილს ხელს 30-მდე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი აწერს. 

ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში - ინნა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები