სანამ ერთი პოლიტპატიმარი მაინც ზის ციხეში , ჩემი ფეხი არ იქნება არანაირ არჩევნებზე-ალეკო ელისაშვილი

15.05.25 22:17
სანამ ერთი პოლიტპატიმარი მაინც ზის ციხეში , ჩემი ფეხი არ იქნება არანაირ არჩევნებზე-ალეკო ელისაშვილი

ჩემ პოზიციას ვიტყვი ძალიან მკაფიოდ თვითმმართველობის არჩევნებზე, სანამ ერთი პოლიტპატიმარი  მაინც ციხეში ზის, ჩემი ფეხი არ იქნება არანაირ არჩევნებზე, თუ საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ოქტომბრამდე დიდი ბრძოლაა, რომელშიც აუცილებლად გაიმარჯვებენ და ჩამოშლიან და ჩამოფშვნიან “ოცნებას“.

ამათი დეკორაცია გავხდე? მეტი მკაფიოდ რა ვთქვა, ერთი პოლიტპატიმარიც იქ რომ დარჩეს, ჩემი ფეხი არ იქნება  იქ. არავის ფარ-ხმალი ჩვენთან არ დაუყრია, ის რომ იძახიან, რომ თქვენი პარტია ემზადება, პარტია იმისთვის არსებობს, რომ მოემზადოს, როგორც ჯარი იმისთვის არსებობს, რომ ომისთვის მოემზადოს, სულ რომ არასდროს იომოს. პარტიის მიზანია, არჩევნებისთვის მოემზადოს. ოქტომბრამდე დიდი ბრძოლა გვაქვს, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, ჩამოვშლით და ჩამოვფვშვნით ამათ და როდესაც პოლიტპატიმრები გამოვლენ, საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, მერე კი ბატონო,-განაცხადა ელისაშვილმა.