ამ ადამიანს ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა - ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილზე

01.10.21 11:49
ამ ადამიანს ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა - ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" წევრს, ბექა დავითულიანს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის არ სჯერა და ფაქტს "რეალითი შოუს" უწოდებს. მისი თქმით, როგორც ჩანს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა. 

მივდიოდი ოფისისკენ, გზაში კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, რომ ჩამოვედიო და სამწუხაროდ, ისევ შეერია მერე ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა. ხუმრობას თავი დავანებოთ, არის ორი ვარიანტი: ერთი, "დიქფეიქზე" იმდენი ილაპარაკა "მთავარმა არხმა", რომ შეიძლება, ეს კადრები იყოს გაყალბებული, მეორე - ეს თუ ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა დიდი ალბათობით ეს არის რეალითი შოუ. სასაცილოა, ეს ყველაფერი, ფაქტია, ამ ადამიანს ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა, - თქვა ბექა დავითულიანმა.