ივანიშვილის იმიჯი ძალიან დანგრეული იყო და შიგნით დიდი გაწევ-გამოწევა და ცემა-ტყეპები მიდიოდა-ელისაშვილი
კოლაცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სანქციები ეფექტურად მუშობს და “ბიძინა ივანიშვილის იმიჯი, თავისივე გარემოცვაში, ძალიან დანგრეული იყო და შიგნით დიდი გაწევ-გამოწევა და ცემა-ტყეპები მიდიოდა.“
პოლიტიკოსი რაგბის ფედერაციაში მომხდარ ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაგბის პრეზიდენტი ზუსტად ამ შეხლა-შემოხლას და საკუთაი პოზიციების დაფიქსირებას ემსხვერპლა.
“კაცმა თქვა, ივანიშვილი საფლავში მიგვათრევსო და ცემეს კაცს“,- ამბობს გადაცემა “რეაქციაში“ ელისაშვილი.
რაგბის პრეზიდენტთან იყო შეხლა-შემოხლები და ცემა ტყეპა, რადგან იმ კაცმა თქვა, ივანიშვილი საფლავში მიგვათრევსო, მერე უთხრეს უმადური ხარ, ვიღაც პრარაბი იყავი და ბიძინამ დაგნიშნაო. მერე ცემეს ეგ კაცი და გაუშვეს რაგბის ფედერაციიდან. შიგნით ბიზნესმენებიც დაერივნენ ერთმანეთს, მერე უშვებდნენ უშიშროების მინისტრს, იმასაც აუკრძალა ივანიშვილმა მისვლა, თავი დამანებეთო. ბიძინა ივანიშვილმა მერე მოატრიალა, მოაკოწიწა და თქვა, დავალაგე ტრამოპთანო. ახლა კი თავზე დაენგრათ. გარშემომყოფებს არწმუნებდა, მაისში ტრამპს ხელს ჩამოვართმევო. 15 მაისი კია და რომელ მაისს აპირებს არ ვიცი,- ამბობს ელისაშვილი.
ელისაშვილი კობახიძის ღია წერილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი გამოქვეყნების მიზანი ივანიშვილთან თავის მართლება იყო.
კობახიძის წერილი, ჩემი აზრით, არის ბიძინა ივანიშვილთან თავის მართლება. მე ეს კობახიძის დაწერილია მგონია, რომლითაც მან თავი იმართლა ივანიშვილთან, რა ვქნა, არ მპასუხობო, თორე ასეთი საცოდაობაა? სულ რომ მართალი იყოს, ასე უნდა მოჭრა თავი ქვეყანას, რამდენიმე კვირის წინ მოგწერე და იმედგაცრუებული შეყავრებულივით რომ მიწერა, რისი იმედი ჰქონდა.
თავი იმართლა, რომ არ მპასუხობს ტრამპი და ვერ მპასუხობსო,-თქვა ელისაშვილმა.