დავით ჯინჭარაძის თქმით, ლონდონში "ოცნების" ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები დაბლოკეს

16.05.25 12:03
დავით ჯინჭარაძის თქმით, ლონდონში "ოცნების" ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები დაბლოკეს

"ქართული ოცნება" ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს. ამ ფორუმს ივანიშვილის გუნდის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სტუმრებს, რომლებსაც კითხვები უნდა დაესვათ ლევან დავითაშვილისთვის, თუმცა ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ რამდენიმე საათით ადრე მიიღო გადაწყვეტილება და სტუმრებს ფორუმზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა.

როგორც "პირველებთან" მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" წევრი, დავით ჯინჭარაძე აცხადებს, "ოცნების" ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები დაბლოკეს. 

ვემზადებოდით იმისთვის, რომ ამ ინვესტირების ფორუმზე დაგვესვა კითხვები არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ლევან დავითაშვილისთვის. კონკრეტულად, როგორ აპირებდნენ ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, სადაც სასამართლოში ასეთი სისტემური პრობლემებია და სადაც არცერთი დასავლელი ინვესტორი ფულს არ დააბანდებს, თუკი არ იცის, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი და ასევე ქვეყანაში, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს. აი ამ კითხვების დასმა გვინდოდა, ამისთვის დავრეგისტრირდით, არა მხოლდო მე, არამედ ადამიანების ჯგუფი. საქმე ისაა, რომ ამ ივენთს ლონდონის საფონდო ბირჯის გარდა ასევე სამინისტროები და ლონდონში საქართველოს სამინისტრო მართავს. მათ ჰქოდნათ სია წინასწარ იმ ადამიანების, რომლებიც დარეგისტრირდნენ და დღეს, ყველასგან მოულოდნელად, ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ვიყავით "ოცნების" მხარდამჭერი, მოგვივიდა უარი. ოფიციალური მიზეზი, რა თქმა უნდა, არ იყო ის, რომ ჩვენი პოლიტიკური გემოვნება სხვანაირია. ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე ივენთი გადავსებულია და ხალხის რაოდენობა არის დიდი", - ამბობს დავით ჯინჭარაძე.