ესაა დადასტურება იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო - ხაზარაძე სააკაშვილის საზღვრის კვეთაზე

01.10.21 12:09
ესაა დადასტურება იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო - ხაზარაძე სააკაშვილის საზღვრის კვეთაზე

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, თქმით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნადმვილად საქართველოში იმყოფება, ეს დასტურია იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოშლილია.

თუ ეს ასეა, მაშინ ესაა დადასტურება იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვყავს არანაირი სტრუქტურა, საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, გისმენთ თქვენ. თუ ასეა, ეს ნიშნავს, სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოშლილია. მე მინდა, დაველოდო ზუსტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთო კომენტარი, - ამბობს ხაზარაძე.