არავინ დამიწყევლია - ზურა ჯაფარიძე (ვიდეო)
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მანდატური კი არა არავინ არასდროს დაუწყევლია.
არც წყევლა ვიცი და არც გინება - ამბობს "პირველებთან" ოპოზიციონერი ლიდერი.
იმიტომ არ გვიშვებენ პროცესზე, გვეუბნებიან, რომ მე ანა ყურაშვილმა და საბა სხვიტარიძის დედამ თითქოს დავწყევლეთ მანდატურები. ამიტომ არ გვიშვებენ მე კი არა არავის. წყევლა არ ვიცი. არავინ დამიწყევლია, არც წყევლა ვიცი და არც გინება, ეგეთ კადრს ვერ იპოვით"- ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, საქაალქო სასამართლოში დაპირისპირების დროს მანდატური ამტკიცებდა, რომ ის ზურა ჯაფარიძემ დაწყევლა.
საქალაქო სასამართლოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც "ტვ პირველის" ჟურნალისტს სხდომაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ამას პროტესტი მოჰყვა ნიკა კაციას ახლობელბის და ოჯახის წევრების მხრიდან. ისინი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დარბაზიდან და მერე უკვე სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.