IDU რეზოლუციით ივანიშვილის "ქართუ ბანკი" სვიფტიდან და VISA/MASTERCARD-ის ქსელიდან გათიშვას ითხოვს

16.05.25 14:01
IDU რეზოლუციით ივანიშვილის "ქართუ ბანკი" სვიფტიდან და VISA/MASTERCARD-ის ქსელიდან გათიშვას ითხოვს

IDU ივანიშვილის "ქართუ ბანკი" სვიფტიდან და VISA/MASTERCARD-ის ქსელიდან გათიშვას ითხოვს - საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

IDU გმობს ქართული ოცნების ქმედებებს, "მის განგრძობით სვლას ავტორიტარიზმისა და რუსულიორბიტისკენ", და მოითხოვს ყველა პოლიტიკურიპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; ასევე მოუწოდებს  ივანიშვილის გუნდს დაუყოვნებლივ შეაჩეროს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

რეზოლუცის თანახმად, IDU მოითხოვს, სამართლებრივ პასუხისგებაში იქნან მიცემული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავე პირები.

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს შესახებ მიიღეს:

ვინაიდან საქართველო 2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტურად ხარვეზიანი საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის განცხადების შემდეგ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის შესახებსრულ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კრიზისშია ჩაძირული;
ვინაიდან მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ხდება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორით;
ვინაიდან საქართველოს ერთპარტიულმა„პარლამენტმა“ შექმნა „საგამოძიებო კომისია“ სამართლებრივი მექანიზმების დემოკრატიული ძალების, კონკრეტულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, დევნის იარაღად გამოყენების მიზნით; 
ვინაიდან მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამგამოიყენა პრაქტიკიდან ამოღებული ღონისძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც სამ წელიწადზე მეტია, პოლიტპატიმარია, ახალი 12,5 წლიანი პატიმრობის მისასჯელად. 
ვინაიდან რამდენიმე ქვეყანამ დააწესა ორმხრივისანქციები ქართველ ოფიციალურ პირებზე; დაევროპულმა საბჭომ შეაჩერა ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილები [უვიზო რეჟიმის შეზღუდვა დიპლომატიურ პასპორტებზე];


1. კვლავ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ მათ ბრძოლაში ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებების დაევროპული მომავლისთვის, და რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ;
2. გმობს ქართული ოცნების ქმედებებს, მის განგრძობით სვლას ავტორიტარიზმისა და რუსულიორბიტისკენ, და მოითხოვს ყველა პოლიტიკურიპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოუწოდებს ქართულ ოცნებას,დაუყოვნებლივ შეაჩეროს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ;
3. მოითხოვს, სამართლებრივ პასუხისგებაში იქნან მიცემული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავე პირები;
4. მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დანიშნოს კონკრეტული თარიღი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია,  პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფლად იმოქმედებენ;
5. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს,საქართველოსთან მიმართებაში განახორციელონ მკაფიო პოლიტიკა, რომელიც იხელმძღვანელებს ორი ძირითადი პრინციპით: (ა) შეწყდეს რეჟიმის ფინანსური დახმარება, მათ შორის, მოეთხოვოთფინანსურ ინსტიტუტებს, შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე; და (ბ) დასანქცირდეს რეჟიმის მმართველი ელიტა, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე; 
6. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს,დაუყოვნებლივ დაუწესონ კოორდინირებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, კომპანიებს და ხელშემწყობებს, და გაყინონ ივანიშვილის ყველა ქონება; მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, მიიღონ ზომები ივანიშვილის ქართუ ბანკის SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გასათიშად და დაუწესონ სექტორული სანქციები ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით სპილენძის მადნებისა და ფერადი ლითონების სფეროში.

7.მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოძიებულ იქნას ყველა მოხელისა და პოლიციელის ქმედება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ", - წერია რეზოლუციის ტექსტში. 

ბრიუსელში, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის ფორუმში მონაწილეობას იღებენ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე.