ვიდეოები კიდევ იქნება - ეკა ხერხეულიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციას ადასტურებს. დეპუტატის თქმით, სააკაშვილი საქართველოშია.
მქონდა კონტაქტი და გიდასტურებთ ამ ფაქტს, მქონდა ვიდეოზარი"- თქვა ხერხეულიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგა ვიდეოზარი.
ხერხეულიძე ამბობს, რომ სააკაშვილი უახლოეს საათებში დამატებით ვიდეოებს გაავრცელებს.
მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში გავრცელდება კიდევ ვიდეოები, თავად მიხეილ სააკაშვილი გეტყვით ყველაფერს.
გეგმა, რაც პარტიაში დაორგანიზებული იყო, უცვლელია. ჩვენი მზაობა არის ხვალინდელი დღე. მშვიდ გარემოში უნდა მოვახერხოთ საზოგადოების მობილიზება, თავისუფალი ნების დაფიქსირება, ხმის მიცემა და ხმების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია, გავაფორმოთ გამარჯვება. მშვიდად უნდა იმუშაონ ჩვენმა და ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უბნებზე და აუცილებლად უნდა მოხდეს გამარჯვების გაფორმება,“- უთხრა მედიას დეპუტატმა.