რუსეთს საქართველოსთან სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენა სურს - ემზადება თუ არა რეჟიმი ოკუპანტთან კიდევ უფრო დასაახლოებლად

16.05.25 15:31
რუსეთს საქართველოსთან სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენა სურს - ემზადება თუ არა რეჟიმი ოკუპანტთან კიდევ უფრო დასაახლოებლად

მოსკოვში საქართველო-რუსეთის ბიზნესასოციაციის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხი განიხილეს. ბიზნესაცოაციის სხდომაზე რუსულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა აღდგეს. 

შეხვედრაზე ისაუბრეს დოლარის და ევროს ნაცვლად რუბლებში ანგარიშსწორებაზეც.

ქართულ მხარეს საქართველო-რუსეთის ბიზნესასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე ზაზა ნიშნიანიძე წარმოადგენდა. ნიშნიანიძე ქართული მსხვილი უძრავი ქონების მართვის მფლობელია. ბიზნესასოციას კი რუსი ბიზნესმენი მარატ შაიდავეი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა აქტიურად გააშუქა რუსულმა მედიამ. 

დაახლოებით 20 ათასი მანქანა წელიწადში ეწევა ხორბლის ექსპორტს. მინდა, მივიპყრო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყურადღება, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტვირთების სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვით, - თქვა შეხვედრის შემდეგ მარატ შაიდავეიმ.

ეს გარემოება ოპოზიციას უჩენს ეჭვებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის იდეა კრემლის დავალებით ძალაში ბრუნდება. "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს, ფაქტორბივად, ნიშნავს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი კიდევ ერთხელ დგება საფრთხის ქვეშ.

შემდგომი ამოცანა ეს იქნება უკვე არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლა და ამ თალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და ამ სატრანზიტო კავშირების შესაძლებლობების გახსნა და მინიჭება მათ შორის, რუსეთისთის შესაბამისი შესაძლებლობების, არის, როგორც ჩანს, შემდგომი ნაბიჯი და სწორედ ვაჭრობის თემის საფარ ქვეშ დღეს რუსეთი მორიგ დავალებებს გასცემს რეჟიმზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაიწყოს არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლა და შემდგომ, როგორც ჩანს, შემდეგი დავალება იქნება აღიარების ხელშეწყობა დამოუკიდებელი სტატუსის ოკუპირებული ტერიტორიების და აქეთკენ მიდის ყველა ნაბიჯი, რომელსაც რუსეთია ახორციელებს ბიძნა ივანიშილის ელით ჩენს ქვეყანაში, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. 

გახარიას გუნდის წევრს, თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ რკინიგის გახსნა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მძიმე დარტყმა იქნება. 

იმისთვის, რომ რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდოს, თურმე, ესაჭიროება ალტერნატიული სატრანზიტო გზები, მათ შორის, რკინიგზის, რაც კიდევ ერთხელ ყველას კარგად ახსენებს ივანიშილის განაცხადს ჯერ კიდევ 2012 წელს, რომ რკინიგზის გახსნა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით მას შესაძლებლად მიაჩნდა. თუმცა, რა თქმა უნდა, რკინიგზის გახსნა კიდევ ერთხელ უკავშირდება აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს და თქვას ლევან დავითაშვილმა, მიმდინარეობს თუ არა ჩუმი მუშაობა, მათ შორის, ეთნიკური ქართველების ხელით იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაზიანება ეკონომიკური განზომილებით კიდევ უფრო იქნას გამოხატული რკინიგზის აღდგენით, რაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მძიმე დარტყმა იქნება, - ამბობს აქუბარდია.