ევროპის პოლიტიკურ სამიტზე კობახიძეს ევროპელ ლიდერებთან კონტაქტი არ ჰქონია - რა ჩანს გავრცელებულ კადრებში
ევროპის პოლიტიკურ სამიტზე ირაკლი კობახიძეს მსოფლიო ლიდერებთან კონტაქტი არ ჰქონია. კადრებში, რომელიც ალბანეთიდან ვრცელდება, ჩანს, რომ სამახსოვრო ფოტოს გადაღების დროს კობახიძე არ მიესალმა არც საფრანგეთის პრეზიდენტის, არც გერემანიის ახალ კანცლერას, არც ზელენსკის და არც მაია სანდუს.
გახსნითი ღონისძიების დროს, დახურულ კარს მიღმა კობახიძეს ჰქონდა მცირედი გადალაპარაკება ესტონეთის პრემიერთან, რომელიც მის გვერდით იჯდა. სწორედ ესტონეთია ქვეყანა, რომელმაც "ოცნების" რეჟიმს ყველაზე მეტი სანქცია დაუწესა. ასევე მას მცირედი კომუნიკაცია ჰქონდა კობახიძეს ლიხტენშტეინის პრემიერთან.
კადრებში ასევე ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე გაფართოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს კაია კალასს მიესალმა, თუმცა სხვა ტიპის კომუნიკაცია ევროპის არცერთ ლიდერთან არ ჰქონია.
რაც შეეხება თავად სამიტს, მისი მთავარი თემა უკრაინის ომი და პუტინის აგრესია იყო. განსაკუთრებული განხილვის თემა პუტინის გუშინდელი ქმედება იყო, რომელიც სტამბოლში მოლაპარაკებებზე არ ჩავიდა.