ჩვეულებრივი მაიმუნია, სააკაშვილს უკრაინაც კი არ დაუტოვებია - მამუკა მდინარაძე

01.10.21 12:21
ჩვეულებრივი მაიმუნია, სააკაშვილს უკრაინაც კი არ დაუტოვებია - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაც კი არ დაუტოვებია. 

ბოდიში ყველა მაიმუნთან, თუმცა ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია, უკრაინაშია და შემალულია სოროში. 

მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, ჟურნალისტებზე ვსაუბრობ, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებს რაღაცებს და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, რომ აქ იყო და იქ გამოიარა და აქ გამოიარა. ან მართლა ცუდ მდგომარეობაში ხართ, უკაცრავადმ მაგრამ მაინც, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ ამ თაღლითობაში. ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება ახლა, შემძვრალია სადღაც და იქიდან გეგმავს რაღაცებს, მეორე, თუ მესამე ტელეფონით. ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია და არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის"- ამბობს მდინარაძე.