ირაკლი კობახიძეს ემანუელ მაკრონმა ხელი ჩამოართვა
საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი კომუნიკაცია ივანიშვილის პრემიერ მინისტრთან-ირაკლი კობახიძეს ემანუელ მაკრონმა ხელი ჩამოართვა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ მაკრონი კობახიძესთან თავად მივიდა. საუბარი მათ შორის, დაახლოებით, 20 წამი გაგრძელდა.
ეს არის პირველი შეხვედრა და პირველი კომუნიკაცია საფრანგეთის ლიდერთან მას შემდეგ, რაც “ოცნების“ ინფორმაციით, მაკრონსა და ივანიშვილს შორის ერთ საათიანი საუბარი შედგა.
აღსანიშნავია, რომ მაკრონი ევროკავშირში ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც აქტიურად აკრიტიკებს “ქართული ოცნების“ ანტიდემორკატიულ პოლიტიკას.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ალბანეთშია. არალეგიტიმური პრემიერი მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მიიღებს. ეს არის ივანიშვილის პრემიერის პირველი გამოჩენა ევროპელ ლიდერებთან სისხლიანი ნოემბრის მოვლენების შემდეგ.