რამდენიმე ხელის ჩამორთმევა და 20 წამიანი კომუნიკაცია მაკრონთან - რისთვის ჩავიდა კობახიძე ტირანაში

16.05.25 20:03
რამდენიმე ხელის ჩამორთმევა და 20 წამიანი კომუნიკაცია მაკრონთან - რისთვის ჩავიდა კობახიძე ტირანაში

შედგება თუ არა ირაკლი კობახიძესა და ემანუელ მაკრონს შორის პირისპირ შეხვედრა? ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, რაც მაკრონსა და კობახიძეს შორის ტირანაში პირველი კომუნიკაცია შედგა. საფრანგეთის ლიდერი კობახიძესთან მისასალმებლად თავად მივიდა და მათ შორის ზუსტად 20 წამიანი საუბარი შედგა. ვიდეომასალის გაშიფვრის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ მაკრონი ირაკლი კობახიძეს მოგვიანებით შეხვედრას სთავაზობს, ივანშვილის პრემიერი კი თანხმდება. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, რომ მაკრონის მისალმებით კობახიძეც გაოცდა.

საფრანგეთის პრეზიდენტსა და კობახიძეს შორის პირველი კომუნიკაცია ტირანაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე შედგა, მას შემდეგ რაც, "ქართული ოცნების" ინფორმაციით, მაკრონსა და ივანიშვილს შორის 1 საათიანი სატელეფონო საუბარი გაიმართა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი პიკს აღწევდა.

"ოცნების" ინფორმაციით, 2024 წლის 11 დეკემბერს ემანუელ მაკრონმა ივანიშვილს თავად დაურეკა და საქართველოში არსებული ვითარება დაგმო. მაკრონი და ივანიშვილი მაშინ შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მათ შორის კონტაქტი კიდევ შედგებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. სავარაუდოდ, მაშინ შუამავლის როლი "ოცნების" რეჟიმსა და ევროკაშირს შორის ემანულ მაკრონმა ითავა.

ირაკლი კობახიძე ევროპის ლიდერებით გადავსებულ ტირანაშიც კი თავს იზოლირებულად გრძნობდა. თითზე ჩამოსათვლელია იმ ლიდერების რიცხვი, ვისაც კობახიძემ ხელი ჩამოართვა.  კაია კალასს ხელი საერთო ფოტოს გადაღების დროს ჩამოართვა, შემდეგ მიბრუნდა და პოლონეთის პრეზიდენტს დონალდ ტუსკს მიესალმა. გაცილებით ვრცელი კომუნიკაცია დაამყარა გვერდი-გვერდ ჯდომის დროს ესტონეთისა და ლიხტენშტაინის პრემიერებთან. სხვათა შორის, ესტონეთი ის ქვეყანაა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს და მის გუნდსს ყველაზე ფართო სანქციები დაუწესა.

ვრცვლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.