მოსკოვი საქართველოსთან სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს - რა საფრთხეებზე საუბრობენ თბილისში?

16.05.25 20:16
მოსკოვი საქართველოსთან სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს - რა საფრთხეებზე საუბრობენ თბილისში?

მოიყვანს თუ არა სისრულეში ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის გეგმას? სარკინიგზო გადაზიდვების საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდა. მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა შედგა, სადაც სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხი განიხილეს. რუსეთთან ვაჭრობა ჩქარი ტემპით იზრდება, კრემლში ლარსის გადატვირთვა აწუხებთ, ამიტომ ახლა საზღვაო და სარკინიგზო გზებით ტვირთის გადატანაზე ალაპარაკდნენ.

ბიზნესასოციაცის რუსი ბიზნესმენი მარატ შაიდაევი ხელმძღვანელობდა. ამავე შეხვედრაზე ითქვა, რომ დოლარის და ევროს ნაცვლად ვაჭრობაში რუბლი უნდა გამოიყენონ.

რას ნიშნავს რკინიგზის ტვირთების გადასატანად გამოყენება? აქ მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა შეიძლება მოიაზრებოდეს. ეს საშიში ინიციატივა ხდება მთლიანად ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. პაატა დავითაია "პირველებს" უყვება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა ტერმინალის მშენებლობა დაასრულა და ახლა მისი გეგმის ამოქმედებას ცდილობს. თუ "ოცნების" რეჟიმი გაბედავს და ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების გადატანას ხელს მოაწერს, ეს სამშობლოს ღალატს უდრის.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.