ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია - კორძაია
პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას, თქმით, ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია, რადგან იმის აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართელოშია, ნიშნავას იმას, რომ "ოცნება" საზღვრებს ვერ აკონტროლებს. კორძაიას თქმით, მას მიხეილ სააკაშვილის უფრო სჯერა, ვიდრე ხელისუფლების.
მე მაქვს საფუძველი, უფრო მეტად ვენდო მიხეილ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს, ვიდრე ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება იმასაც ამბობდა, სუს-იდან გაჟონილი ფაილები საერთოდ არ არსებობსო, ისე, როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, მე არაფერ შუაში ვარო. ხელისუფლება რეალურად სირაქლემას პოზიციაშია იმიტომ, რომ რა უნდა თქვას? ის, რომ ჩვენ საზღვრებს ვერ ვაკონტროლებთ ამ ქვეყანაშიო? მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში პერსონალურად ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მისი ჩამოსვლა ცვლის იმას, რომ ეს ადამიანები დღეს იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს. ეს არის ყველაზე არსებითი ცვლილება, - აცხადებს კორძაია.