წინააღმდეგობის მოძრაობამ რეჟიმის მიერ რეპრესირებული ადამიანების აღწერა დაიწყო - რას ჰპირდებიან მოქალაქეებს
ასი ათასობით ჯარიმა, რომელიც რეჟიმმა აქციის მონაწილეებს დააკისრა და ნაწილს გადახდა აიძულა, ხალხს უკან დაუბრუნდება - ასეთია სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი წინააღმდეგობის მოძრაობის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მეხუთე პრეზიდენტთან შექმნილი პოლიტიკური ლიდერების ჯგუფმა განცხადება უკვე გააკეთა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც გამოწერილ ჯარიმებს ხალხს უკან დაუბრუნებს.
წინააღმდეგობის მოძრაობა ქმნის უკანონოდ დაჯარიმებული ხალხის რეესტრს, შეგროვებდა ყველა მოქალაქის მონაცემი, ვინც ჯარიმა გადაიხადა ან ჯარიმის გადაუხდელობის გამო მათ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. სწორედ ამ მონაცემთა ბაზის მიხედვით, ხელისუფლების შეცვლისთანავე გამოიცემა სანაგებო აქტი, ვინც ჯარიმა გადაიხადა უკან დაუბრუნდება, ვისაც ყადაღა უკანონოდ დაედო - მოეხსნება.
წინააღმდეგობის მოძრაობის გადაწყვეტილებით შეიქმნება "ქართული ოცნების" მიერ რეპრესირებულთა ბაზა. აქ იმ ადამიანების მონაცემებს შეაგროვებენ, ვინც პოლიტკური დევნის მოტივით სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ყველა საჯარო მოხელე, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო სამსახურიდან გაუშვეს, თანამდებობაზე აღდგენილი იქნება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.