როგორ დევნის რეჟიმი სოლიდარობის ფონდებს - TI-ის დასკვნა
რეპრესიული სისხლის სამართლებრივ ზომებს, რომლებსაც ივანიშვილის მთავრობა უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოქალაქეთა დახმარების ფონდების მიმართ ახორციელებს, არაფერი აქვთ საერთო სამართალთან და მართლწესრიგის დაცვის ამოცანებთან.
ამ დასკვნამდე "საერთაშორირისო გამჭვირვალობის" იურისტების ხალხის დახმარების ფონდების საქმეების შესწავლის შემდეგ მივიდნენ. რამდენად კანონიერი იყო ჩხრეკა ფონდების ოფისში და მათი ანგარიშების დაყადაღება - სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს იურისტებმა.
დადგინდა, რომ არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არც სპეცოპერაციების სერიას და ფონდების დაყადაღებას არ ჰქონდა. რეჟიმს ერთადერთი მოტივი ამოძრავებდა - ადამიანების დაშინება.
დოკუმებტების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნანუკას ფონდის წინააღმდეგ ტერორი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ფონდმა აქციის მონაწილეებს სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად აიცილებელი ატრიბუტები აჩუქა, მათ შორის, აირწინაღები და სათვალეები. მოკვლევით დგინდება, რომ არარსებული დანაშაულის გამო ფონდი კანონის გვერდის ავლით დააყადაღეს და კანონის გევრდის ავლითვე გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრეველი სახლი.
2025 წლის 29 აპრილს დასაბუთების გარეშე ჩატარდა ალექსანდრე ცქიტიშვილის - ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის წევრისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის პირადი და ბინის ჩხრეკა. მოსამართლე ნანა შამათავას განჩინებაში არ არის მითითებული, თუ რა სავარაუდო საგანი ან სხვა ობიექტი უნდა ამოეღოთ ჩხრეკის შედეგად, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევაა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.