როგორ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში - ბოლო ცნობები კიევიდან
როგორ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში - "პირველებმა" რამდენიმე დეტალი დაადგინა.
"პირველების" კორესპოდენტმა კიევში გაარკვია, რომ სამი დღის წინ სააკაშვილმა მის ოფისში დაიბარა თანამშრომლები და უთხრა რომ საქართველოში მიდის.
წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლა მაინც და მაინც პირველ ოქტომებრს სურდა. ეს ის დღეა, როცა ცხრა წლის წინ ზუსტად ამ დღეს მან ძალაუფლება დაკარგა.
უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში, "ტვ პირველთან" ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოშია..
ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, თუმცა სად არის ახლა, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვა. სამი დღის წინ ჯგუფი შეგვკრიბა და შეგვატყობინა საქართველოში წასვლის შესახებ. გვითხრა, რომ ახლა საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და სამშობლოს უნდა დაეხმაროს.
მას არანაირი განცხადება გათავისუფლების შესახებ არ დაუწერია. ვიმედოვნებთ, რომ მალე დაგვიბრუნდება. ჯერ-ჯერობით ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვს თავის ქვეყანაში.
მიხეილი ძალიან ხშირად მოგზაურობს და ეს ხელს არ უშლის, თავისი მოვალეობები შეასრულოს. ის თითქმის მუდმივ კავშირზეა, თუმცა გუშინ საღამოს კავშირზე არ გამოსულა.
რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს, არ შეიძლება, რადგან დადასტურებით ვიცი, რომ საქართველოშია"- აცხადებს მარია ბარაბაში.