ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა კავშირშია ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებასთან- ირაკლი კუპრაძე
ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა კავშირშია ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებასთან, ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ “ტვ პირველის“ გადაცემა “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, “ოცნების“ ამომრჩველებმაც კი იციან, რომ სინდისის პატიმრები ტყუილად სხედან და უნდა გათავისუფლდნენ, რადგან ამ პროცესების სისულელე და აბსურდულობა ძალიან ნათლად ჩანს.
“ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნამცეცით უკან დახევას, ვიდრე არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, რომელიც ყველას სჭირდება“,-ამბობს ის.
ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა კავშირშია ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებასთან. ერთადერთი გზა არსებობს, კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, რადგან ის გამოუვალ მდგომარეობაშია. “ოცნების“ ამომრჩველებმაც კი იციან, რომ სინდისის პატიმრები ტყუილად სხედან. ჩატარებულია რიგი კვლევები,სადაც ისინიც კი ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, რადგან ამ პროცესების სისულელე და აბსურდულობა ძალიან ნათლად ჩანს. რომ შეხვიდე სასამართლო პროცესებზე ისეთი გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები გამოხვალთ, რომ თქვენც ქვეყანაში რომ ასეთი ისტორიები ხდება. ზღაპრებს ედავებიან. ერთიდაიგვე პოლიციელი 2-3 სხვადასხვა საქმეზეა დაზარალებული. კი, არსებობს შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და ეს ყველაფერი გაყიდოს ჰუმანურობად. ჩვენი მთავარი გზავნილია, რა ტიპის წნეხიც არ უნდა არსებობდეს ჩვენზე, როგორც არ უნდა შეგვზღუდონ, პოლიტპარტიები გააუქმონ, გადახაზონ, დაარბიონ, დაგვაყადაღონ, საქმეები აღძრან, ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნამცეცით უკან დახევას, ვიდრე არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, რომელიც ყველას სჭირდება,-განაცხადა კურპაძემ.