თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონს და სენატორ უიკერსს შეხვდნენ
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი MEGOBARI აქტის ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდნენ და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, სენატორ უიკერსს შეხვდნენ.
ამით პარტიის ლიდერებმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში ერთი კვირა გაგრძელდა და როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, შეხვედრებმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, რომელიც ემსახურებოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და ქართველი ხალხის ინტერესებს;
„მას შემდეგ, რაც შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, შეხვედრები გვქონდა ანალიტიკურ ცენტრებში, არაერთ კონგრესმენს, სენატორებს, მათ შორის სენატორ უიკერსს, რომელიც არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის MEGOBARI აქტის ინიციატორი, დღეს ვასრულებთ ძალიან წარმატებულ, ნაყოფიერ ვიზიტს აშშ-ში, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, მათ შორის MEGOBARI აქტის მიღებას, რომელიც უამრავ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს და ამ ეტაპზე ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის მისი გარემოცვის წინააღმდეგ, რომელიც აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რომელიც ხელს ამერიკა-საქართველოს მეგობრობას, იმ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ჩვენ ვაშენებდით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და რომელსაც აუცილებლად აღვადგენთ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.