ხელის ჩამორთმევა "ოცნების" ლეგიტიმაციას არ ნიშნავს - თაზო დათუნაშვილი

17.05.25 11:18
ხელის ჩამორთმევა "ოცნების" ლეგიტიმაციას არ ნიშნავს - თაზო დათუნაშვილი

ხელის ჩამორთმევა და კობახიძე-მაკრონის 20 წამიანი კომუნიკაცია ტირანაში  - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელის ჩამორთმევა ლეგიტიმაციას არ ნიშნავს და "ოცნება" ამით ვერც ვერ პოლიტიკური იზოლაციიდან გამოვა მაშინ "როდესაც ქმედით ნაბიჯებს არ დგამს".

უბადრუკი პროპაგანდა არის, რასაც აწარმოებენ ამდენი თვეა და უკვე წელზე მეტია. ერთის მხრივ არაფერში არ ადარდებთ დასავლეთი მათზე, რას იტყვის, როდესაც მათ გააკრიტიკებენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ყველა წარმომადგენელს ევროპული სტრუქტურების. მაგრამ მაშინ, როდესაც ხელის ჩამორთმევის რამდენიმე წამიანი სცენა არსებობს, ამას იყენებენ ყველას და ყველაფერში და ამით ხარობენ, რომ ეს რაიმე ფორმით ლეგიტიმაცია არის. ხელის ჩამორთმევით იზოლაციიდან ადამიანები ვერ გამოდიან. პოლიტიკურად იზოლაციიდან ვერ გამოდიხარ ხელის ჩამორთმევით. პოლიტიკურად იზოლაციიდან გამოდიხარ, მაშინ როდესაც ქმედით ნაბიჯებს დგამ", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

ემანულ მაკრონსა და ირაკლი კობახიძეს შორის ტირანაში პირველი კომუნიკაცია შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კობახიძეს ხელი ჩამოართვა და მათ შორის ზუსტად 20 წამიანი საუბარი შედგა.