"ერთი დღე მაკრონს ყველანაირ უკადრებელს აბრალებდე და მერე მთელი შენი პროპაგანდა მუშაობდეს, რომ მან მე ხელი ჩამომართვა, ეს არის ქოცური სახე" - სანიკიძე
"ერთი დღე მაკრონს ყველანაირ უკადრებელს აბრალებდე და მერე მთელი შენი პროპაგანდა მუშაობდეს, რომ მან მე ხელი ჩამომართვა, ეს არის ნამდვილი, ქოცური სახე" - ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძმე განაცხადა.
სანიკიძის თქმით, "ოცნება" ამით საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, რომ "ყველაფერი ისე ცუდად არ არის მათ თავს"
ესეთი ნაბიჯებით მხოლოდ და მხოლოდ ატყუებს საკუთარ თავს და ამომრჩეველს, მისივე ამომრჩეველს, რომ რამენაირად შეაგულიანოს, რომ ყველაფერი ისე ცუდად არ არის მათ თავს, როგორც წარმოუდგენიათ. მათი პროპაგანდისთვის, რომ დღეს საღამოს ქრონიკის გამოშვებაში ჰქონდეთ ათ წამიანი კადრი, ვიღაცას როგორ ართმევს ხელს ირაკლი კობახიძე. მათთვის ვიღაცა როგორ ართმევს ხელს, მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი, ამაზე ააგებენ მთელ კამპანიას, რომ "ქართულმა ოცნებამ" სცადა და გადატვირთა ევროპელებთან ურთიერთობა. მაგრამ ერთი დღე კოლონიალიზმს ებრძოდე, ერთი დღე საფრანგეთს პრეზიდენტს აბრალებდე ყველანაირ უკადრებელს, მათ შორის ნარკოტიკზე დამოკიდებულებას და მეორე დღეს მთელი შენი პროპაგანდა მუშაობდეს, რომ აი მან დღეს მე ხელი ჩამომართვა, ეს არის ქოცური ნამდვილი სახე, რაც არის ეს ხელისუფლება ", - ამბობს ლევან სანიკიძე.
ემანულ მაკრონსა და ირაკლი კობახიძეს შორის ტირანაში პირველი კომუნიკაცია შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კობახიძეს ხელი ჩამოართვა და მათ შორის ზუსტად 20 წამიანი საუბარი შედგა.