ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია - გიორგი ცხაკაია

01.10.21 13:31
ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია - გიორგი ცხაკაია

ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია - ამის შესახებ უკრაინის რეფორმების კომიტეტის ექსპერტმა ტვ პირველს კიევში განუცხადა. გიორგი ცხაკაიას თქმით, სააკაშვილთან კომუნიკაცია დილას ჰქონდათ და მის სამშობლოში ფაქტს ადასტურებენ.

დაახლოებით სამი დღის წინ შეკრიბა კოლექტივი, განუცხადა, რომ მიემგზავრება საქართველოში, მადლობა გადაუხადა ხალხს, მათ შორის და ის პროექტები და ის რეფორმები, რომელიც მიდის უკრაინაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

ჩემს ნაცნობებს და მეგობრებს ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია დილას, ბათუმში, დღეს, შესაბამისად, დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად საქართველოშია და ასევე, დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაშ არ არის, - განუცხადა ტვ პირველს ცხაკაიამ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილას სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში იმყოფება.