ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ოლიგარქი მალე ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცევა

17.05.25 16:06
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ოლიგარქი მალე ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცევა

დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის დასანქცირების მოთხოვნას ოპოზიციაში ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ დაანონსებული სანქციები ივანიშვილის და რუხაძის მისამართთ რეალური იქნება.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ვარაუდობს, რომ ბრიტანეთის მხრიდან დასასანქცირებელთა სია გაიზრდება, იმ შემთხვევაში თუ "ოცნება"  არ  შეცვლის პოლიტიკურ  კურსს.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კრიზისიდან მთავარი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ მინისტრთა დონეზე და ისე, როგორც პარლამენტართა ჯგუფის დონეზე ეს არის საკითხი, რომელიც აქტიურად დგას დღის წესრიგში და რომელიც აუცილებლად შეისხამს ხორცს. ივანიშვილს და მის პროპაგანდისტულ ცარს, ბატონ რუხაძეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ისინი ძალიან ბევრს დაკარგავენ იმ შემთხვევაში თუ ამჟამინდელი კურსი არ შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდება უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარ, რომელიც დღეს ტყვედ ჰყავს რეჟიმს აყვანილი, რა თქმა უნდა, ეს ორი ადამიანი იქნება პირველი, თუმცა არა ერთადერთი, ვინც მოხვდება ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. ორივე მათგანს აქვს გამორჩეული ფინანსური, ეკონომიკური სანქციები გაერთიანებულ სახელმწიფოსთან", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

"გახარია- საქართველოსთის" გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთი სანქციების სიას გაზრდის. 

ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, იმისთვის რომ დიდი ბრიტანეთი, რომელსაც საქართველოს ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა და მნიშვნელოვანი იყო ამ პარტნიორების ფარგლებში ქართველი ხალხის ინტერესების გაძლიერება ჩახურა. შესაბამისად, ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციები იმ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, რომელიც რეჟიმმა განახორციელა. ისე როგორც დაანოსნებულია დამატებითი სანქციები არამხოლოდ რეჟიმს შემქმნელების მიმართ, არამედ იმ პროპაგანდისტული მედიის მიმართ, რომელიც ამ რეჟიმის ფუნდამენტის გასაძლიერებლად არის გამოყენებული. მე პირადად ველოდები, რომ სანქციები რეჟიმი იქნება შენარჩუნებული და უფრო მძლავრი", - ამბობ თეონა აქუბარდია.

ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს. სანქციების დაწესების შესახებ თემთა პალატაში კითხვა კალუმ მილერმა დაუსვა სახელმწიფო მინისტრს.  

მილერს აინტერესებდა, რა გეგმაა აქვს ოფიციალურ ლონდონს რეპრესიებში მხილებული პირების დასასჯელად და "ოცნების" რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესმენების შავ სიაში შესაყვანად.