დიდი ბრიტანეთი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - პირველი რეაქციები "ქართულ ოცნებაში"
დიდი ბრიტანეთი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - ტირანადან დაბრუნებული ირაკლი კობახიძე თემთა პალატიდან გაჟღერებულ მოთხოვნას დუმილით ხვდება და "პირველების" კითხვებს არ პასუხობს.
აღნიშნულ საკითზე კომენტარის გაკეთება დღეს არც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე მისულმა მიხეილ ყაველაშვილმა, შალვა პაპუაშვილმა და კახა კალაძემ ისურვა.
ივანიშვილის დეპუტატებმაც კითხვა უპასუხოდ დატოვეს. ერთადერთი ვინც "პირველებთან" კომენტარი გააკეტა გია ვოლსკი იყო.
არა მგონია, რომ ეს განხორციელდეს და თქვენ ასე გაგიხარდეთ - ამბობს გია ვოლსკი.
ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს. სანქციების დაწესების შესახებ თემთა პალატაში კითხვა კალუმ მილერმა დაუსვა სახელმწიფო მინისტრს.
მილერს აინტერესებდა, რა გეგმაა აქვს ოფიციალურ ლონდონს რეპრესიებში მხილებული პირების დასასჯელად და "ოცნების" რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესმენების შავ სიაში შესაყვანად.