ოჯახის სიწმინდის დღეს ხალხი საჯარო სამსახურებიდან მოაბილიზეს - "პირველებმა" "ოცნების" შიდა ჩატის მიმოწერა მოიპოვა

17.05.25 16:59
ოჯახის სიწმინდის დღეს ხალხი საჯარო სამსახურებიდან მოაბილიზეს - "პირველებმა" "ოცნების" შიდა ჩატის მიმოწერა მოიპოვა

ოჯახის სიწმინდის დღეს ივანიშვილის გუნდმა ქუჩაში საჯარო მოხელეები გამოიყვანა - "პირველებმა" "ოცნების" შიდა ჩატიდან მიმოწერა მოიპოვა, რომლითაც დგინდება, რომ დღევანდელ დღეს მსვლელობაში მონაწილეობისთვის ხალხის მობილიზება საჯარო სამსახურებიდან ხდებოდა.

ჩატიდან ირკვევა, რომ გლდანის დეპუტატი კოტე ზარნაძე საჯარო მოხელეებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს, წერს, რომ "შარშან მობილიზება ვერ შეძლეს,  წელს კი დანაკლისის დაკომპენსირება უნდა შეძლონ". 

დღეს "პირველებმა" მსვლელობაზე გასულ ხალხს ჰკითხა, სად არიან დასაქმებულები, თუმცა ამ უწყინარ კითხვას მათი მხრიდან აგრესია და შეურაცხყოფები მოჰყვა. კითხვას არცერთმა მათგანმა არ უპასუხა.

ქაშუეთიდან სამებამდე გამართულ მსვლელობაში დღეს მონაწილეობა "ოცნების" თითქმს ყველა ლიდერებმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ირაკლი კობახიძეც. ივანიშვილის გუნდის წევრებთან შორიახლოს იყვნენ ე.წ. პლედებიანი "ტიტუშეკებიც" და "ოცნების" ახალგაზრდული ფრთა.