რა უხარია რეჟიმს? - რა თქვა ალბანეთში კობახიძემ და რა ჩანდა კადრებში

17.05.25 20:47
რა უხარია რეჟიმს? - რა თქვა ალბანეთში კობახიძემ და რა ჩანდა კადრებში

რა შედეგით დაბრუნდა ირაკლი კობახიძე ალბანეთიდან?!  საქართველოს მოქალაქეებისთვის მოწყობილი სისხლიანი ნოემბერ დეკემბრის შემდეგ ეს იყო კობახიძის პირველი შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან.

რა თქვა კობახიძემ და რა ჩანდა კადრებში?!

კადრი ნომერი ერთი:

  • ირაკლი კობახიძე და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონს ელაპარაკა - ვიდეო სულ 19 წამიანია, აქედან საუბარი 15 წამს გრძელდება. 15 წამიდან მაკრონი ეკითხება კობახიძეს, როგორ არის, ის პასუხობს, რომ კარგად. შემდეგ საუბრის შინაარსი არ ისმის, ძირითადად ჩანს, რომ კობახიძე თავს უქნევს. 

კადრი ნომერი ორი:

  • ირაკლი კობახიძე ესაუბრება ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას. ეს კადრები გაავრცელა კობახიძის პრესსამსახურმა. პირველად კადრები გავრცელა ხმით. (ანუ ისე მკაფიოდ ისმოდა საუბარი, შეუძლებელი იყო, ეს კამერას ჩაეწერა, რომ არა მიკროფონი, რომელიც "ქართული ოცნების" პრემიერს მაგიდაზე დაუდეს).  ეს საუბარი თავდაპირველად გაავრცელა ერთ-ერმა სამთავრობო სააგენტომ, თუმცა შემდეგ ვიდეო წაიშალა და გავრცელდა თავიდან უხმოდ. (იმ ნაწილით კი რაც გავრცელდა კობახიძე წუხს ბრალდებებს შესახებ, რომელიც ისმის მისი გუნდის პრორუსულობის შესახებ). 

კადრი სამი:

კობახიძე ესაუბრება ესტონეთის პრეზიდენტის, ევროპის პოლიტიკური სამიტის გახსნაზე, ისინი გვერდი გვერდ ისხდნენ. ვიდეოში ჩანს, რომ კობახიძე თითებს ითვლის რაღაცებს, ესტონეთი ის ქვეყანაა, რომელმაც "ქართლ ოცნებას" ყველაზე მეტი სანქცია დაუწესა.