სკანდალი: სად გადასცემდა საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები სიგნალს

17.05.25 22:09
სკანდალი: სად გადასცემდა საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები სიგნალს

"ქართული ოცნების" მზადება არჩევნებისთვის - რა ბედის ეწევა კამერებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების  დასკვნით, დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა.

2024 წლის არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, არსებობს ეჭვი, რომ დიდი ალბათობით, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული "ქართულ ოცნების" კამერები  სიგნალს პირდაპირ ეთერში, სავარაუდოდ, "ოცნების" შტაბებში გადასცემდა. 

"შაბათს ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართლი ოცნების" კამერებს ინტერნეტთან წვდომის საშუალება ჰქონდა - ანუ მას შეეძლო, LIVE რეჟიმში საარჩევნო ურნის წინ დამონტაჟებული კამერის გამოსახულება მიეწოდებინა. 

  • 2021 წლის 21 აგვისტოს პარტია "ქართლმა ოცნებამ" ცენტრალურ სარჩენო კომისიას ათხოვა 3685 კამერა, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, ცესკოს ხმის თვლის პროცესი გადაეღო.
  • ეს იგივე კამერებია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო საარჩევნო უბნებზე დააყენეს. თხოვების ხელშეკრულებას თან ახლავს კამერის მახასიათებლები. აქ წერია, რომ კამერა Wi-Fi-ზე მუშაობს, ანუ შეუძლია დაუკავშირდეს ინტერნეტს და სიგნალი გადასცეს იქ სადაც საჭიროა. 
  • კამერას აქვს  GPS მოწყობილობაც, ანუ დგინდება რომელ ლოკაციაზე დამონტაჟებული. კამერას გააჩნია, 4K გამოსახულების გადაღების ფუნქციაც, რაც მაღალი გარჩევადობის ვიდეო გამოსახულებას იძლევა და მთავარი მას შეუძლია 64 ჯერ მიხაილოვოს ვიდეო ანუ ძალიან ახლოს ხედით დააკვირდეს ბიულეტენს.