სააკაშვილის შემთხვევაში ეს კუკუ-დამალობანა ჯანსაღი არ არის - ანა დოლიძე
მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის, ანა დოლიძის, თქმით, მიხეილ სააკაშილის კუკუ-დამალობანას თამაში პოლიტიკური პროცესებისთვის ჯანსაღი არ არის. დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მესამე პრეზინდენტი ნამდვილად საქართველოშია და ამის შესახებ შსს-მ არაფერი იცის.
სააკაშვილის შემთხვევაში ეს კუკუ-დამალობანა, ,,დამასტუკე-დაგასტუკე" არანაირად ჯანსაღი არ არის არც პოლიტიკური პროცესებისთვის და არც სახელმწიფო ინსტუტებისთვის. შსს-მ ერთხელ უკვე გააკეთა ეგეთი განცხადება აფგან მუხთარლიზე, რომელიც გაქრა თბილისიდან და აღმოჩნდა ბაქოში, რომ არაფერი იცოდა. ამ სამინისტროდან ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ახლა სააკაშვილი იქიდან გაჩნდა ბათუმში და ესეც არ იცოდნენ,- ამბობს დოლიძე.