ზედმეტ ეიფორიას არ გირჩევთ, ყველას დავაკავებთ, ვინც საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს - თორნიკე რიჟვაძე

01.10.21 14:11
ზედმეტ ეიფორიას არ გირჩევთ, ყველას დავაკავებთ, ვინც საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვეს ეიფორიას, რადგან ყველა პირს დააკავებენ, ვინც ქვეყნის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს. თორნიკე რიჟვაძის პროგნოზით, სააკაშვილის ვიდეოები მხოლოდ დროებით ეფექტს მოიტანს.

თუკი ვინმემ საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, თქვენ თვითონ თქვით, რომ დააკავეს და მომავალშიც ასე მოხდება, ვინც სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს, ყველა იქნება დაკავებული, განსაკუთრებით ის სუბიექტები, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის საქმეებზე კონკრეტული განაჩენი დამდგარი, ამიტომ ზემდეტ ეიფორიას არ გირჩევთ, ეს იქნება რამდენიმე საათიანი აჟიოტაჟი და ხვალ, ძალიან მალე, ეს არჩევნებიც დასრულდება და როგორც უკვე ვთქვი, ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მეორეს მხრივ, დამთავრდება ამ მოდელირებული ქრონიკების, გამარჯვებების შექმნა ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და დღეს ითხოვეს, რომ გვაცადეთ, ცოტა მოგვიანებით ჩაგბარდებითო - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მტავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის, სავარაუდოდ, ბათუმშია.