"ეს არის შურისძიება" - რას ამბობს ავსტრიელი ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის საქმეზე
"ცალსახაა, რომ ეს პოლიტიკური მოტივირებულია" - ასე აფასებს ავსტრიელი ევროპარლამენტარი ქართველი ქალი ჟურნალისტის წინააღმდეგ შეკერილ საქმეს, რომელიც მონიტორინგისთვის სპეციალურად საქართველოში ჩამოვიდა. ლენა შილინგი მზია ამაღლობელის ბოლო სასამაფრთლო სხდომის შემდეგ შეშფოთებას ვერ მალავს. ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანის უფლებებზე ხშირად მუშაობს, პირდაპირ ამბობს, რომ ასეთ რამ ევროკავშირის წევრ არცერთ ქვეყანაში არ მოხდებოდა.
მზია ამაღლობელის საქმე რეზონანსულია. მის სასამართლო სხდომებს ყოველთვის ესწრება დიპლომატიური კორპუსი. დასავლეთი თვალს ადევნებს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული მართლმსაჯულება ქალი ჟურნალისტის საქმეზე, რომელიც უკვე 4 თვეა უკანონო პატიმრობაშია.
პარალელურად, უკვე სანქციები ადევს ყველა იმ ცრუ მოწმე პოიციელს, რომელმაც ამაღლობელის საქმეზე ჩვენება მისცა, მოსამართლეს, ვინც ის უკანონო პატიმრობაში დატოვა და პროკურორებს, ვინც ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე შეკერა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.