ომით დაშინების პოლიტიკა-რას ამბობენ ანალიტიკოსები „დემოკრატიების ალიანსის ფონდის” კვლევის შედეგებზე
ომით დაშინების პოლიტიკა-“დემოკრატიის ალიანსის“ ფონდმა „დემოკრატიის აღქმის ინდექსის“ შესახებ ანგარიში მოამზადა, სადაც საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც უცხო ქვეყნის მხრიდან, სამხედრო აგრესიის შიში ყველაზე მეტად აქვთ.
როგორც ირკვევა, უკრაინელებსა და ფილიპინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად ეშინიათ ომის და სამხედრო აგრესიის.
როგორც “დემოკრატიის აღქმის ინდექსის“ მიხედვით დგინდება, საქართველოს მოქალაქეების გამოკითხულთა 86 პროცენტი ამბობს, რო აუცილებელია, თავდაცვის კუთხით, უფრო მეტი ფინანსების გამოყოფა და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ “ეს გამოწვეულია “ქართული ოცნების“ მხრიდან, პირადი და ვიწრო პარტიული ინტერესების გამო.“
მათი თქმით, წინასაარჩევნოდ, „ოცნების“ პორპაგანდა, საარჩევნო ბანერები-ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებით, ემსახურებოდა მხოლოდ ერთს- ივანიშვილს შეენარჩუნებინა ძალაუფლება და მოქალაქეებში ომის შიში გაეღვივებინა.
რუსული პროპაგანდა ცდილობს საქართველოში დანერგოს შემოჭრის შიში, ომის განახლების შიში, რომელიც ახლა უკვე სხვა სახესხვაობით, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის შიშით ინერგება და ძირითადად იმ ლეგენდასთანაა დაკავშირებული, თითქოს, დასავლეთი სხვადასხვა ქვეყნებში აწარმოებდეს ომს რუსეთის წინააღმდეგ და მათ შორის “დიფსტეიტის“ მეშვეობით, საქართველოშიც ეს ომი აწარმოა დასავლეთის პოლიტიკურმა ელიტამ.
სწორედ ამიტომ, ეს პროპაგანდა, უკანასკნელი წლებია, ამას ნერგავდა იმისთვის, რომ შეემცირებინა დასავლური სენტიმენტები და გაეღვივებინა რუსეთის მიმართ ლოიალური განწყობა, ამას ვერ მიაღწია, რუსული ოკუპაციის საფრთხე არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთვის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც კი, აქ საკითხი დგას იმაში, რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, საქართველო როდის უფრო მდგრადია, ევროპელ და დასავლელ კოლეგებთან ერთად თუ დღევანდელ მდგომარეობაში, აბსოლუტურად მარტო დარჩენილი, როდესაც მოლაპრაკების მაგდისთანაც კი, ასეთი არსებობის შემთხვევაში, მარტო დარჩება ოკუპანტ ქვეყანასთან, -ამბობს ანდრო გოცირიძე.
გორთან რომ ჩაივლით კარგ ამინდში და რუსულ დროშას რომ ხედავთ, ამ ფაქტორს ვერაფერი გაანეიტრალებს, ამიტომ “ქართულ ოცნებას“ თავისი პასუხისმგებლობა ამ შიშის დათესვაში აქვს, მაგრამ ეს ის ცოდვაა, რომელსაც მთლიანად მათ ნუ ავკიდებთ, ეს რუსეთზეა- აცხადებს თინა ხიდაშელი.
კვლევითი ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენიათ, საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატია საქართველოში-კვლევის მიხედვით, ქართველებისთვის დემოკრატია არის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, კეთილდღეობა, მთავრობის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა, ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების წინ წაწევა.
ცნობისთვის, “დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ დაკვეთით კვლევა კვლევითმა ორგანიზაციამ – Nira Data-მ 100 ქვეყანაში ჩაატარა. კვლევის ავტორი ორგანიზაციის მიხედვით, გამოკითხვა მსოფლიო მასშტაბით ონლაინ, 9-23 აპრილის პერიოდში ჩატარდა.