ველოდები, რომ პატიმრობას მომისჯიან - ზურა ჯაფარიძე
კოალიცია "ცვილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ რეჟიმის მასაც ოქრუაშვილის გზას გაუყენებს. ამის შესახებ ოპოოზიცონერმა პოლიტიკოსმა დღეს ბადრი ჯაფარიძის პროცესზე მისვლისას განაცხადა.
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ რეჟიმმა ის დააკავოს, რადგან წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ მასკარადში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს.
ვფიქრობ, ოქრუაშვილის გზას გაიყენებენ. არ მგონია, ფიქრობდნენ, რომ 20 ათასი თუ არ მივიტანე, 40 ათასს მივიტან, ამიტომ ველოდები, რომ უფრო მკაცრ ზომას მიიღებენ და სავარაუდოდ, იქნება აღკვეთის ღონისძიების ცვლილება და ალბათ პატიმრობას მომისჯიან. კლოუნადაა თავიდან ბოლომდე, რომლის შინაარსიც არის, რომ აიძულონ პოლიტიკოსები, რომ რაღაცნაირად, ირიბად მისცენ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს და იმ კომისიას რაც არის გასაკეთებელი, ჩემი აზრით. ამ მასკარადში მონაწილეობა პრინციპულად არ უნდა მიიღო, - ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძის პროცესი საქალაქო სასამართლოში 22 მაისს არის ჩანიშნული.