მოგესალმებით ბუენოს აირესიდან - შალვა პაპუაშვილი

01.10.21 14:29
მოგესალმებით ბუენოს აირესიდან - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია - მმართველი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, მედიასთან საუბარი ერთგვარი ხუმრობით დაიწყო: "მოგესალმებით ბუენოს აირესიდან".

„ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან 9 წელი გავიდა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესვა“. ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა არ სჯერა: 

რაც არ არსებობს, იმის დამტკიცება არ შეიძლება. რაც არ არსებობს, ის არ არსებობს", - განაცხადა  დეპუტატმა.