დაიწყება თუ არა გამოძიება რუხაძის და ივანიშვილის წინააღმდეგ ნიდერლანდებში-გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მათი ბიზნეს საქმიანობა შეისწავლეს
ირაკლი რუხაძის და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ, სულ უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება-ამჯერად საგამოძიებო მასალას ცნობილი გამოცემა “follow the money“ აქვეყნებს, რომელმაც ივანიშვილის ახლო გარემოცვის, ირაკლი რუხაძის ბიზნეს საქმიანობა შეისწავლა ნიდერლანდებში.
როგორც ცნობილია, რუხაძე და ივანიშვილი ერთად ფლობენ საქართველოში ცემენტის ბიზნესს, რომლის ბრუნვაც 100 მილიონია, მისი სათავო ოფისი კი ნიდერლანდებშია რეგისტირებული, ასევე ნიდერლანდებშია რეგისტირებული ტელეკომპანია “იმედის“ მმართველი კომპანიაც.
სწორედ ამიტომ, გამომძიებელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას ფიქრობს ნიდერლანდების მთავრობა, როდესაც ანტიდასავლური პროპაგანდა ამ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან იმართება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ მიესალმება ქვეყანა ამ ფაქტს და თუ კანონდარღვევა აღმოჩნდება, პროკურატურა შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს.
საქართველოში მედია სივრცე მკვეთრად პოლარიზებულია, კერძოდ, სატელევიზიო არხები პოლიტიკური ნიშნით არის დაყოფილი, როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. როგორც საქართველოში ყველაზე დიდი სატელევიზიო არხი, „იმედი“ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ დებატებზე. ინფორმაციის სიზუსტის შემოწმებაზე პასუხისმგებლობა პროფესიონალებს, ფაქტების შემმოწმებლებს და დამოუკიდებელ მედიას ეკისრებათ. მთავრობა არასასურველად მიიჩნევს ჰოლანდიური კომპანიების მიერ დეზინფორმაციის გამავრცელებელი უცხოური საინფორმაციო არხების დაფინანსებას. თუმცა, სანამ ისინი იცავენ არსებულ კანონებსა და რეგულაციებს, მათი ქმედებები არ არის დასჯადი. თუ არსებობს შესაძლო დარღვევის ნიშნები, FIOD-ს შეუძლია გამოიძიოს ეს. ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი დევნა დამოკიდებულია პროკურატურაზე. FIOD და პროკურატურა დამოუკიდებლად ირჩევენ, თუ რომელი გამოძიებები ჩაატარონ“,- წერს გამოცემა.
ამასთან, “follow the money“-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ფინანსური ანაგრიშები ირაკლი რუხაძეს ჰოლანდიაში არასრულად აქვს წარმოდგენილი, დოკუმენტები არ არის დამოწმებული, რის გამოც, გამოძიების მტკიცებით, მას ძალა არ აქვს.
გამოცემა წერს, რომ რუხაძის საქმიანობაში შესაძლოა, სამი დანაშაული გამოიკვეთოს. ჟურნალისტებმა ფაქტების გადსამოწმებლად რუხაძის ბიზნესის მმართველს მიმართეს, რის საპასუხოდაც აგრესია მიიღეს და კითხვებზე არ უპასუხეს.
მასალაზე ნიდერლანდელი ჟურნალისტები „საერთაშორიოს გამჭვირვალლობა“ საქართველოსთან ერთად მუშაობდნენ.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ “ივანიშვილს და რუხაძეს დასავალეთში გამადიდებელი შუშით აკვირდებიან“.
ევროპული ქვეყნები იმიტომ ინტერესდებიან ისეთი პრობლემური ადამიანებით, როგორიცაა რუხაძე, რომ ისინი დემოკრატიული ქვეყნები არიან და მათთნ კანონის უზენაესობა უპირატესია. ისინი ვერ დახუჭავენ თვალს იმაზე, რომ აღვირახსნილი, ანტიევროპული პროპაგანდის მწარმოებელი კომპანია, ბაზირებულია ნიდერლანდებში, ესეთი და უფრო მეტი ყურადრებაც იქნება, რადგან ეს ადამიანები აქ აფუჭებენ საქმეს, შემდეგ თავიანთი ფული მიაქვთ დალაგებულ ქვეყანაში და იქ უნდათ ყველაფერი აკრგად იყოს, ასე არ გამოვა. ისინი ქვეყანაში აუარესებნ სიტუაციას, მაგრამ თვითონ უნდათ კანონის უზენაესობა, რომელიც უნდა ერვოპაში, მაგრამ ორმაგი სტანდარტი არ გამოდის. რა თქმა უნდა, ევროპული სახემწიფოები, რომლებსაც ეს ადამიანები იყენებენ, დაინტერესდებიან მათი საქმიანობით საზღვარგარეთ და ეს სტატიაც ამას ემსახურება,- ამბობს TI-ის ანტოკორუფციული პროგრამის მენეჯერი, სანდრო ქევხიშვილი.
ირაკლი რუხაძე “follow the money“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.