რაც უნდა მობილიზდეს ადმინისტრაციული რესურსი, ეკლესია და კრიმინალი, ოცნება 43%-ს ვერ აიღებს - ზურა ჯაფარიძე

01.10.21 14:35
რაც უნდა მობილიზდეს ადმინისტრაციული რესურსი, ეკლესია და კრიმინალი, ოცნება 43%-ს ვერ აიღებს - ზურა ჯაფარიძე

,,გირჩი მეტი თავისუფლება"- ლიდერის პროგნოზით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ქმედება და სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები არჩევნების შედეგზე გავლენას აუცილებლად იქონიებს. ზურა ჯაფარიძე თვლის, რომ ეს ფაქტი გამოიწვევს ,,ნაცმოძრაობის" და ,,ოცნების" მხარდამჭერთა მობილიზებას, თუმცა განაპირობებს იმას, რომ ,,ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს.

არაფერი ახალი იმაში არ არის, სააკაშვილი აქ თუ იმყოფება, ან თუ ჩამოვიდა, ან ვიდეო გადაიღო, შეიძლება, აქ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა სახელმწიფო სისტემა მოშლილია. შეიძლება, ხუმრობით ვთქვათ, რომ არსად წასულა და 9 წელია, აქ ზის. მაგაში გასაკვირი და არც ახალი არაფერი არ არის. მაგრამ ამ ფაქტს გავლენა ნებისმიერ შემთხვევაში ექნება. ცხადია, ეს გამოიწვევს ,,ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა მობილიზებას, ამას დღეს უკვე ვხედავთ. სააკაშვილის განცხადებები და ეს ვიდეოები კარგია იმ მიზნისთვის, რომ ,,ოცნებამ" 43% ვერ აიღოს. ჩემი აზრით, ამის შანსი ,,ოცნებას" ისედაც არა აქვს.

სააკაშვილის ფაქტორი ,,ოცნების" მხარდამჭერების მობილიზაციასაც გამოიწვევს, მაგრამ რაც უნდა მობილიზდეს ,,ოცნების" დარჩენილი მხარდამჭერები, ადმინისტრაციული რესურსი, საპატრიარქო და კრიმინალური სამყარო, ,,ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს - აცხადებს ტვ პირველთან ,,გირჩი მეტი თავისუფლება"-ს ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.