სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს - შსს 6 საათიანი დუმილის შემდეგ

01.10.21 14:57
სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს - შსს 6 საათიანი დუმილის შემდეგ

"სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს" - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, განაცხადა. დარახველიძის ინფორმაციით, შსს-ს აქტიური კომუნიკაცია აქვს უკრაინულ მხარესთან. გომელაურის უწყებაში ამტკიცებენ,  რომ სააკაშვილს უკრაინაც კი არ დაუტოვებია. შსს-ს განცხადებით, საკააშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ. 

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს,კომუნიკაცია და  ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან. მათგანაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს  უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია, რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ძებნილი, თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ განყოფილებაში. ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ", - აცხადებენ შსს-ში.