შურისძიება აბუ-დაბის დაპირისპირების გამო? - ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე კომენტარს აკეთებს
ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ლაშა გაბიტაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება. არალეგიტიმური პარლამენტის წევრი აქტივიტს ურჩევს, თუ თუ შესაბამისი კომისიის დასკვნა არ აკმაყოფილებს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
ამ სიგიჟეზე პასუხს ვერ გაგცემთ. არის გარკვეული კრიტერიუმები, რითაც საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, შეუნარჩუნდება ან მიენიჭება ადამიანს. ამაზე შესაბამისი კომისია აკეთებს დასკვნებს. თუ თვლის, რომ ეკუთვნის, მაშინ გაასაჩივროს. რა შუაშია აქ ინციდენტი? მე რავიცი, ჰკითხეთ, გიჟია", - ამბობს ზარქუა.
აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების" წევრები აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ, აცხადებს, რომ რეჟიმმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
ფოტო: არქივიდან
გაბიტაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას რეჟიმის მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.