სააკაშვილს ხვალ საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე ოფიციალურად გამოვაჩენთ - მურმან დუმბაძე [ვიდეო]

01.10.21 15:16
სააკაშვილს ხვალ საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე ოფიციალურად გამოვაჩენთ - მურმან დუმბაძე [ვიდეო]

არ მინახავს, მაგრამ უახლოეს საათებში შევხვდები, ვიცი, რომ ბათუმშია - ამის შესახებ პარტია ,,ემსახურე საქართველოს" ლიდერმა ტვ პირველს განუცხადა. მურმან დუმბაძის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ სარამოს 8 საათზე მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგენს.

 ვიცი ნამდვილად, რომ სააკაშვილი ბათუმშია. ის შემოსულია მშვიდობისთვის, შემოსულია ქართველი ხალხისთვის, შემოსულია იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს ოლიგარქიული ჭაობიდან. 

სააკაშვილთან 2017 წლიდან მაქვს ურთიერთობები და ხვალ, საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე ყველა ერთად დავიძრებით ბათუმიდან, ქობულეთიდან, ხულოდან, მთელი აჭარიდან გამოვემართებით იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ.

სააკაშვილს ჰყავს ბევრი მომხრე შსს-ში, იუსტიციის სამინისტროში, ჯარში, რიგით მოქალაქეებში, ეს საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე ეგზითპოლებით დადასტურდება. მას ელოდება ძალიან ბევრი მომხრე და ჩვენ მას ხვალ, საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე ოფიციალურად გამოვაჩენთ.

სააკაშვილი ამ წუთებში იმყოფება ბათუმში, მან თავისი სიტყვა შეასრულა და ახლა ჯერი ჩვენზეა - აცხადებს მურმან დუმბაძე.