ახალი სკანდალი ივანიშვილისა და რუხაძის კარზე - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება

19.05.25 20:42
ახალი სკანდალი ივანიშვილისა და რუხაძის კარზე -  სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება

ნიდერლანდელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი რუხაძეზე ვრცელი სტატია მოამზადეს. follow the money დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტების პლატფორმაა, რომლებიც ფულის გათეთრებასა და სხვადასხვა კორუფციულ სკანდალებზე აქვეყნებენ სტატიებს. მინი ოლიგარქით ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, რომელიც მთელს ქვეყანაში ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას ეწევა, იმ კომპანიის მიერ იმართება, რომელიც ჰოლანდიაშია დაფუძნებული.  

"ჰაიდელბერგ ცემენტს", "ლიბერთი ბანკს" და "ტვ იმედს" რუსაძე ჰოლანდიიდან მართავს. ჟურნალისტურმა გამოძიებამ ივანიშვილის კარის ბიზნესმენის კომპანიის გაუმჭვირვალობა დადგინდა, გამოდის, რომ ირაკლი რუხაძე ფინანსურ დოკუმენტაციას არ აქვეყნებს, რაც ნიდერლანდების კანონის მიხედვით დაუშვებელია.

ირაკლი რუხაძე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ცემენტის ბიზნესს ფლობს. ამ კომპანიის სათავო ოფისი კი სწორედ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, ნიდერლანდებშია რეგისტრირებული ტელეკომპანია "იმედის" მმართველი კომპანიაც.  ამიტომ გამომძიებელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ,  რას ფიქრობს ნიდერლანდების მთავრობა როდესაც ანტიდასავლური პროპაგანდა, სწორედ ამ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან იმართება.

მინი ოლიგარქების სანქცირების მოთხოვნა - ინა ცარციძე დეტალებით