რუმინეთი რუსეთზე გამარჯვებას ზეიმობს - პრო ევროპელი ბუქარესტის მერი ხალხმა პრეზიდენტად აირჩია
53 პროცენტი 46-ის წინააღმდეგ - ამ ისტორიული შედეგით იწყება დღეიდან რუმინეთში ახალი ცხოვრება. პრო ევროპელი ბუქარესტის მერი, ხალხმა პრეზიდენტად აირჩია. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოსახლეობის 64 პროცენტი საარჩევნო უბნებზე მივიდა და ხმები სასურველ კანდიდატს მისცა. ამ არჩევნებზე რუმინელებს სრული მობილიზება ჰქონდათ, რადგან ხალხმა დაინახა, რომ მათი ხმების მიტაცებას რუსეთი ცდილობდა. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა - 11 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა ყველაზე კარგად აჩვენა, რა ძალა აქვთ ემიგრანტებს. პროევროპულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ფაქტობრივად სრული უპირატესობით დაამარცხა მთავარი მეტოქე. საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად ჯამში მილიონ 400 ათასი ამომრჩეველი მივიდა, არადა, არჩევნების პირველ ტურში მათი რიცხვი 900 ათასი იყო. ნიკუშორ დანმა 83 ქვეყანაში გახსნილ უბანზე გაიმარჯვა, ხოლო ჯორჯე სიმიონმა - 11-ში.