სააკაშვილი საქართველოში - სასაზღვრო პოლიციაში განგაშია
როგორ შემოვიდა საქართველოს ძებნილი პრეზიდენტი საქართველოში - ფაქტის გახმაურების შემდეგ სასაზღვრო პოლიციაში სრული პანიკა ატყდა. საჯარო უწყების კარები ,,პირველების" კამერის გამოჩენის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა ჩაკეტეს.
ადგილზე არ პასუხობენ კითხვებს, იმყოფება თუ არა ადგილზე გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, რომელიც პასუხისმგებელია, საქართველოს საზღვრი დაიცვას.
"ტვ პირველი" დაინტერესდა, სად იყვნენ სამართალდამცელები, როცა მესამე პრეზიდენტი და მისი გარემოცვა საქართველოში გადმოვიდნენ.
არ არის გამორიცხული, ნიკოლოზ შარაძე საგამოძიებო ორგანოში დაიბარონ და სააკაშვილის შემოსვლასთან დაკავშირებით საქმე აღძრან.