რეჟიმი საგამოძიებო სამსახურს აუქმებს?
"ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის წინაშე აღებული და უკვე შესრულებული ვალდებულებების გაუქმება დაიწყო. ივანიშვილის პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურს ხურავს. უწყება, რომელსაც ძალოვნების ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოეძიებინა, პროკურატურას უერთდება. არადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, იმისთვის შეიქმნა, რომ თუ პროკურორი პოლიციელი ან სპეცსამსახურების თანამშრომელი კანონს დაარღვევდა, არ შეეშალა საკუთარი გავლენებით ხელი გამოძიებისთვის.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნა ევროკავშირის მოთხოვნა, ამით ქვეყანამ საერთაშორისო ვალდებულების შესრულება დაიწყო.
კოკა კაციტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წლებია ხელმძღვანელობს და თავი გამოუძიებელი საქმეებით დაგვამახსოვრა. მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდასხმა, სასტიკი ანგარიშსწორება გურამ როგავაზე, ალექსანდრე ქეშელაშვილის სასტიკად ცემა და სხვა ათობით საქმე. ვინც ჟურნალისტებს თავს ესხმის დაუსჯელია, ეს პრაქტიკად დაამკვიდრა კაციტაძემ საქართველოში. სანაცვლოდ მიიღო სანქციები რომელიც დიდი ალბათობით სიცოცხლის ბოლომდე დარჩება.