ნგრევა თბილისში - ჩაიკოვსკის 12 ნომრის მაცხოვრებლები შველას ითხოვენ

19.05.25 20:57
ნგრევა თბილისში - ჩაიკოვსკის 12 ნომრის მაცხოვრებლები შველას ითხოვენ

ისტორიულ უბანში, ჩაიკოვსკის 12 ნომრის მაცხოვრებლები შველას ითხოვენ - კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა გვიან ღამით ჩამოინგრა. შენობა წლებია, ავარიულია და ეტაპობრივად იშლება. ხალხი საფრთხეშია, თუმცა ვიდრე ძეგლი არ ჩამოინგრა მერიას რეაგირება არ მოუხდენია. 

ავარიული შენობის კედლებში არსებული ნაპრალები ჩამონგრევის საფრთხეს ყოველდღიურად ზრდის, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყვეს. აქ ხალხი ცხოვრობს. ირკვევა, რომ მობინადრეთა ნაწილი 13 წლის წინ ქირით გადაიყვანეს და მერიამ სახლს რეაბილიტაცია მაინც არ ჩაუტარდა.  

ავარიული შენობები თბილისის შუაგულში წლიდან წლამდე ინგრევა, თუმცა მერია ამ დრომდე არ უწყებს რეაბილიტაციას, ოპოზიცია ამბობს, რომ მიზეზი, ხალხის ფულის ფლანგვაა, მაგალითად "ქართული ცნების" მხარდამჭერ ცნობილი სახეებს ბიუჯეტიდან ათასობით ლარს არაფრის კეთებაში უხდიან, ამ დროს კი თბილისის ისტორია ნადგურდება და ისტორიული შენობების გასამაგრებლად ფული მერიას არ აქვს. 

ნგრევა თბილისში - თეკლა დონაძე დეტალებით