ლაშა გაბიტაშვილის პასუხი ირაკლი ზარქუას
"სიგიჟე არის ის, რაც ჩემს თავს ხდება", - ასე პასუხობს ლაშა გაბიტაშვილი, ივანიშვილის დეპუტატ ირაკლი ზარქუას, რომელმაც აქტივისტს "გიჟი" უწოდა.
- "ტვ პირველთან" ზარქუა ამტკიცებდა, რომ გაბიტაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება.
გაბიტაშვილი, "ტვ პირველის" გადაცემა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ამბობს, რომ არანაირი პროცედურული დარღვევამას არ აქვს და მოქალაქეობა "რეჟიმის გადაწყვეტილებით" ჩამოერთვა.
სიგიჟე არის ის, რაც ხდება ჩემს თავს, რომ საქართველოში დაბადებული, გაზრდილი, რომელსაც მთელი ცხოვრება საქართველოში მაქვს ნაცხოვრები და ჩემი მოღვაწეობას საქართველოს უკავშირდება, არ მაქვს საქართველოს მოქალაქეობა. ეს პროცედურები, რაზეც საუბრობენ, მე დავიცავი და მივყევი ამ ყველაფერს, შესაბამისად, უბრალოდ რეჟიმს გადაწყვეტილებაა, რომ მოქალაქეობა არ მეძლევა, თორე განა რამე პროცედურაა დარღვეული, - ამბობს ლაშა გაბიტაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტი არ გამორიცხავს, რომ ის ქვეყნიდან გააძევონ:
არაფერი არ არის გამორიცხული, გაძევების კუთხით დაწყებული აქვთ კანონპროექტის მიღება, როგორ გააძევონ უცხოელები ქვეყნიდან, რაც შეეხება თუ ქვეყანას დავტოვებ შეუძლიათ ქვეყანაში აღარ შემომიშვან" - დასძინა მან.
აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ რეჟიმმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.
გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
გაბიტაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას რეჟიმის მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.