ჰქონდა თუ არა ლაშა გაბიტაშვილს კომუნიკაცია გენერალურ პროკურორთან, რომელიც მისი ნათესავია
ჰქონდა თუ არა ლაშა გაბიტაშვილს, კომუნიკაცია გენერალურ პროკურორთან, მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.
სამოქალაქო აქტივისტმა განმარტებები "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ გენპროკურორთან, რომელიც მისი ბიძაშვილია, არანაირი საუბარი არ ჰქონია.
მისი თქმით, მოქალაქეობის მინიჭების საკითხში გენერალური პროკურორი არ უნდა ჩაერიოს.
მე არავის არ მივმართავ საქართველოს მოქალაქეობა მქონდეს თუ არა. ამაზე ნათევსაც (გიორგი გაბიტაშვილს) არ მივმართავ, რომ რაღაც სამართალი ვიპოვო. ეს ქვეყანაში უნდა ვიპოვო სამართალი და არ უნდა მჭირდებოდეს ამ ფაქტის განხილვა და დახმარების თხოვნა.აქედან გამომიდინარე მე არ ჩავთვალე, რომ დახმარება მეთხოვა ვინმესთვის და ალბათ თვითონაც ხვდება, რომ არ უნდა ჩაერიოს და არც ერევა", - ამბობს ლაშა გაბიტაშვილი.
აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ რეჟიმმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.
გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
გაბიტაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას რეჟიმის მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.
აბუ-დაბიში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, ლაშა გაბიტაშვილმა "ტვ პირველს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მას ნათესაური კავშირი აქვს მთავარ პროკურორ გაბიტაშვილთან.