ხომ არ ეცნობათ ეს სიტყვები? - მდინარაძის მტკიცებით, "ოცნებამ" ,,ენმ"-ს გეგმა გაშიფრა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ამტკიცებს, ,,ენმ"-ს ჩათიდან ინფორმაციამ გამოჟონა, რომ ისინი პარტიაში კონკრეტულ მესიჯბოქსს ავრცელებდნენ. მდინარაძე ამბობს, რომ ,,ენმ"-მ დავალება გასცა, ყველამ ღია ტელეფონზე ისაუბროს და ხალხში კონკრეტული მესიჯები გააგზავნონ, რომ სააკაშვილი საქართველოშია.
ჟონავს ინფორმაცია, ხომ არ ეცნობათ ეს სიტყვები, რასაც წავიკითხავ, ბოლო საათების განმავლობაში მათ ჩათებში ჩაიშალა ასეთი დავალება: დღის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ, ქუჩა შინაური, ქოცი და ა.შ. გზავნილი მარტივია ,"გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ "ოცნებას" წაგებული აქვს და ჩაეხსენით", ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინა კალაძე, ბიძინა.
ჩაიშალა დავალება, რომ ყველამ ისაუბროს ღია ტელეფონით და განაცხადონ, რომ სააკაშვილი არის საქართველოში. პარტიის ლიდერების დავალებით ყველა უნდა დაუკავშირდეს სანაცნობოს, რომლებიც არიან "ოცნების" მხარდამჭერები და დაშინების გარეშე განუცხადონ, რომ "ოცნების" მმართველობა არის დასრულებული და თუ დაუჭერენ მხარს ,,ენმ"-ს აუცილებლად დაუფასდებათ.
ზუგდიდის 67-ე ოლქში ,,ენმ"-ს კანდიდატები და მათი წარმომადგენლები უნდა მივიდნენ ამავე კომისიებში "ოცნების" წევრებთან და დაუფიქსირონ, რომ ფლობენ ინფორმაციას საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ადგილზე არმყოფი ამომრჩევლების და გაყალბების გეგმის შესახებ და მოუწოდებენ, არ მიიღონ მონაწილეობა", - ამბობს მდინარაძე.